FacebookTwitterYouTube

ჩვენს შესახებ

„გრატოს სათბურები“ არის პირველი მაღალტექნოლოგიური VENLO-ს ტიპის სათბური საქართველოსა და ამიერკავკასიაში. პროექტი  განხორციელდა  საინვესტიციო კომპანია "ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი"-ს მიერ და ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებითა და ჰოლანდიაში ტროპიკულ მცენარეების მწარმოებელ კომპანია Fachjan Project Plants -ის  დახმარებით.

სრულად აღჭურვილ, 10 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ ობიექტზე, კომპანია მრავალი სახეობის ტროპიკულ და გარე-გამწვანების მცენარეს აწარმოებს. გარდა ამისა, „გრატოს სათბურები“ მომხმარებელს მცენარეებისთვის ქოთნებს და გამწვანების სხვა აქსესუარებსაც სთავაზობს.  თანამედროვე სათბური მაქსიმალური ეფექტიანობით მოიხმარს ენერგიას, ეს კი პროდუქტის დაბალ  ფასსა და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ კომპანიას გააჩნია ამბიცია  და მიზანი იყოს საუკეთესო ქართულ ბაზარზე და გახდეს მცენარეების მიმწოდებელი კავკასიაში.

ამ მიზნის მისაღწევად კომპანიაში ყველა პირობა არსებობს. „გრატოს სათბურების“ დიდი უპირატესობაა კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომელთა პროფესიონალიზმი ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორის გამოცდილებას ეფუძნება.
Grato Greenhouse © 2012 - 2018