FacebookTwitterYouTube

პროდუქტები

Anthurium
Anthurium
ფასი:  
 

ანთურიუმის მრავალი სახეობა არსებობს. ბევრ მათგანს დიდი, ლამაზი, კაშკაშა ყვავილები აქვს, რომლებითაც ლამაზი თაიგულების გაკეთება შეიძლება. არსებობს ანთურიუმის კომპაქტური ჯიშები, რომლებიც უკეთ იტანენ ოთახის პირობებს. მათი თეთრი, ვარდისფერი ან წითელი ყვავილები ყვავილობს თითქმის მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ანთურიუმი ყვავილების გარეშეც მშვენიერი დიდფოთლიანი მცენარეა.

რადგან ანთურიუმი ტროპიკულ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, მას მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, ოღონდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. მცენარის სრდისთვის ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 16 გრადუსი, ხოლო მთელი წლის საშუალო ტემპერატურა - 20 გრადუსი. ანთურიუმის მორწყვისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, მიწა მთლიანად არ უნდა გამოშრეს, მაგრამ არც მუდამ სველი მიწა ვარგა, ფესვები რომ არ დაუზიანდეს.

მოვლისას გაითვალისწინეთ, რომ ანთურიუმი შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა, რადგან მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე ესაჭიროება, ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ კართან ან ღია ფანჯარასთან არ დადგათ. ტენიანობის გაზრდა შესაძლებელია ფოთლების რეგულარულად დანამვით.

 

Grato Greenhouse © 2012 - 2018