FacebookTwitterYouTube

პროდუქტები

Spathiphyllum
Spathiphyllum
ფასი:  
სპატიფილუმი მარადმწვანე მრავალწლოვანი ყვავილია, რომლის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა და აღმოსავლეთ აზიაა. სახელწოდება «სპატიფილუმი» მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვისგან: «სპატა» - საფარველი და «ფილუმი» - ფოთოლი.

სპატიფილუმი ადვილად მოსავლელი ყვავილია, სინათლის მოყვარულია, იტანს სიბნელესაც. წყალი ზომიერად უნდა დავუსხათ, სითბოში უფრო მეტი, სიცივეში კი - ნაკლები.

ყვავილის გადარგვა შეიძლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ნიადაგში ფესვის გადატანით. ქოთანში, სადაც ჩარგულია სპატიფილუმი, რამდენიმე ძირი ამოდის ერთდროულად, ერთი მათგანი ამოიღეთ და მეორე ქოთანში გადარგეთ, ოღონდ ისე, რომ მიწაც მიაყოლოთ, ფესვი არ უნდა გაშიშვლდეს. ხშირად, ფესვები გადაბმულია და რომ არ დაზიანდეს, ბლაგვი საგნით დააცალკევეთ. როცა ქოთანში ნერგები ისე გამრავლდება, რომ ერთმანეთს ხელს შეუშლის, აუცილებელია მათი გადანაწილება.

სპატიფილუმი გადარგვიდან მალე არ ყვავილობს, თუმცა მას შემდეგ, რაც აყვავილდება, ორი თვის განმავლობაში ყვავილობს. ყვავილი ჯერ თეთრია, შემდეგ მწვანდება და ბოლოს ყავისფერ შეფერილობას იღებს, ამ დროს ყვავილი უნდა მოჭრათ. ყვავილი იმდენია, რამდენი ძირი სპატიფილუმიცაა ერთ ქოთანში.

სპატიფილუმი მრავალწლიანია და დიდხანს იცოცხლებს, თუ კარგად მოვუვლით. მას, როგორც ყველა სხვა ყვავილს, ესმის ადამიანების, სჭირდება სითბო. ადვილად ეჩვევა ერთ ადგილს და არ უყვარს ადგილმონაცვლეობა.

სპატიფილუმს «ქალის ბედნიერებას» და «ქალის ყვავილსაც» ეძახიან, რადგან სიყვარული და ბედნიერება მოაქვს. თუკი ვინმე გაჩუქებთ ამ ყვავილს, იგი პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ. მას ჩუქნიან ახალგაზრდა ქალებს იმ იმედით, რომ იგი აუცილებლად იპოვის ცხოვრების თანამგზავრს.

ერთ-ერთ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კი სახლში, სადაც არ სუფევს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ხშირია კამათი და სკანდალი, სპატიფილუმი იღუპება.

Grato Greenhouse © 2012 - 2018