FacebookTwitterYouTube

პროდუქტები

Kalanhoe
Kalanhoe
ფასი:  
კალანჰოე ბევრნაირი ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს.

კალანჰოე  ჩვენში ცნობილია, როგორც ოთახის დეკორატიული მცენარე.

იგი  მიეკუთვნება მსუქანისებრთა ოჯახს. გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება, ამიტომ შეგიძლიათ ყველა ერთნაირ პირობებში გაზარდოთ.

კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.

კალანჰოეს ცოტა წყალი სჭირდება. უმჯობესია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ და ქვემოდან მორწყავთ.

მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ, ზამთრის პერიოდში კი იშვიათად მორწყეთ.

რეგულარულად მოაცილეთ დამჭკნარი ყვავილები, რათა მცენარის ლპობა არ გამოიწვიოს.

შეგიძლიათ  თვეში ერთხელ მორწყათ თხევადი ბალანსირებული სასუქით. 

Grato Greenhouse © 2012 - 2018