FacebookTwitterYouTube

პროდუქტები

Guzmania
Guzmania
ფასი:  
გუზმანია არის ბრომელიესებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მექსიკა და ინდოეთი. ეს უნიკალური მცენარე გვხვდება როგორც უხვად მოყვავილე, ასევე, ფოთლოვანი სახით. მას პალმისებრთა ოჯახსაც მიაკუთვნებენ. მართალია, ვიზუალურად წააგავს პალმას, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ მცენარის «დედა ძირი» მალე კვდება და «შვილი» განაგრძობს სიცოცხლეს. რაც ბრომელიესებრთა დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

საქართველოში გუზმანია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შემოიტანეს. ის ჩვენს კლიმატს იოლად ეგუება და ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია ამ მცენარის გახარება. მას აქვს მხოლოდ ერთი პრობლემა – ვერ ეგუება სიცივეს.

როდესაც გარეთ ყინვაა, ბინაში 12°-13° გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ გუზმანია არ მოკვდეს. გახსოვდეთ ერთი რამ: იანვრის და თებერვლის ყინვების დროს მცენარე ფანჯარასთან ახლოს არ დადგათ, რადგან, შესაძლებელია, ფანჯრიდან მაინც შემოიპაროს ყინვა და დააზიანოს თქვენი მცენარე. ამიტომ, უმჯობესია დადგათ ოთახის შუაგულში ან კუთხეში, სადაც არ მოხვდება დაბალი ტემპერატურა.

თებერვალში განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია, ამიტომ, გირჩევთ, გამათბობლის საშუალებით შექმნათ მისთვის დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა. ეცადეთ, 20 მარტამდე ის ადგილიდან არ დაძრათ და არ გაიტანოთ გარეთ.

გუზმანია ჩრდილის მოყვარული მცენარეა, ამიტომ თქვენი სურვილის შესაბამისად დადგით ის, ოღონდ, ფანჯრებს მოარიდეთ, სხვა დანარჩენ ადგილას ის სირთულეებს არ შეგიქმნით.

 თუკი ოთახის ტემპერატურა იქნება 18°-24° გრადუსი, ის ჩვეულებრივ განაგრძობს ზრდას. მაგრამ, თუ ტემპერატურა დაბალია, ის მიიძინებს და მარტიდან გამოიღვიძებს. გახსოვდეთ, მარტი არ არის სანდო თვე და, როგორი მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, გარეთ არ გაიტანოთ. ტროპიკული მცენარეების გარე კლიმატში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებიდან. მცენარეს არ მოსწონს ზამთარში ხშირი მორწყვა, ზაფხულში კი მორწყეთ ოთხ დღეში ერთხელ. გახსოვდეთ, ამ მცენარეს არ უყვარს ფოთლების დანამვა.

გუზმანიას საერთოდ არ უყვარს გადარგვა, ის თავად იყრის «შვილებს» და შემდგომ «დედა ძირი» კვდება. თუ თქვენი მცენარე უეცრად მოკვდა და წაიქცა, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეახებთ ხელს, ნურც მოჭრით, მალე მიწიდან ახალი მცენარე ამოვა და ძველი თავისით ჩამოვარდება. მისი გასხვლაც არ შეიძლება და ხელი არ მიაკაროთ.

 გუზმანია ყვავის გაზაფხულიდან შემოდგომამდე, თუმცა, შესაძლებელია, იანვარშიც კი აყვავილდეს. თუ გსურთ, რომ მალე იყვავილოს, ამყოფეთ ის რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე. სითბო ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, ბოჭკოს ჩამოყალიბებას და იწყებს ყვავილობას.

თუ ჩვენ არ დავასხამთ ზედმეტ წყალს, ძალზე არ დავანესტიანებთ მის ნიადაგს, მავნებლები ამ მცენარეს არ დაესევა. თუ თქვენ ზედმეტი მორწყვა მაინც მოგივიდათ, შეიძლება მას გაუჩნდეს ფარიანა ან ქინქლა და მათ მოშორებას შეძლებთ თამბქოს ნაყენი წყლით: აიღეთ 4 ღერის შემცველობის თამბაქო, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ ორი დღე-ღამე და მოაფრქვიეთ მცენარის გარშემო. 

Grato Greenhouse © 2012 - 2018