FacebookTwitterYouTube

პროდუქტები

Campanula
Campanula
ფასი:  
კამპანულა სინათლის მოყვარული მცენარეა,მაგრამ არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები. ეს მცენარე დაბალ ტემპერატურაზე უკეთესად ყვავის. მაგალითად, თბილ ზამთარში, შეიძლება, საერთოდ ყვავილიც არ გამოიღოს. ამიტომ მისი ყვავილობისთვის აუცილებელია ზამთრის სიგრილე (+ 2°-10°). ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად და შეგიძლიათ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ამყოფოთ. ზამთარში – შედარებით იშვიათად, საკმარისია მიწის დატენიანება. გადამეტებული სიცხე მისთვის სასურველი არ არის წელიწადის არც ერთ სეზონზე.

გახსოვდეთ, რომ მორწყვისას წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხათ, თორემ ყლორტები და ფოთლები დაუსველდება და დაულპება. ყვავილობისას მიწა ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.

კამპანულა თბილ ზამთარში ნაკლებად ყვავის. დაყვავილების შემდეგ კამპანულა გრილ ოთახში ან ზამთრის ბაღში გაიტანეთ. თუ დამჭკნარ ყვავილებს დროულად მოაცლით, ამით მის ყვავილობას გაახანგრძლივებთ.

Grato Greenhouse © 2012 - 2018