FacebookTwitterYouTube

სათბური

„VENLO”-ს ტიპის სათბური მოიცავს 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობს და აღჭურვილია ყველა საჭირო მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით.

სათბურს გააჩნია წვეთოვანი მორწყვის და ზემოდან მორწყვის სისტემა, რომელიც  ხელს უწყობს ზრდის პროცესის მაქსიმალურ ეფექტიანობას.

ტენიანობის დონის დასადგენად და ჰაერის ცირკულაციისთვის ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ფანჯრების ჩართვა-გამორთვის პროგრამა. ხოლო ენერგო ფარდები ქმნიან   ღრუბლის ეფექტს, რაც  მცენარეებს მხურვალე მზის სხივებისაგან იცავს.
 

გათბობის ავტომატური სისტემა  იმართება კომპიუტერული პროგრამისა და ბოილერის მეშვეობით. არსებული საშუალებები უზრუნველყოფს  ნიადაგის  და ჰაერის ტემპერატურის რეგულირებას, სხვადასხვა კლიმატური რეჟიმების ავტომატურ მართვას, რაც მცენარეების ზრდისათვის იდეალურ პირობებს ქმნის.

ყველა ამ სისტემათა ერთობლიობა  სათბურის კომპიუტერულად მართვის საშუალებას იძლევა.

სათბური დაყოფილია სამ კლიმატურ ზონად:

პირველ, ანუ ტროპიკულ ზონაში, ტემპერატურა 18°C-დან 25°C-მდე მერყეობს. ამ განყოფილებაში ინტერიერის, ე.წ. ოთახის დეკორატიული მცენარეები იზრდება.

მეორე ზონაში შედარებით დაბალი ტემპერატურაა,  აქ  გარე გამწვანებისთვის განკუთვნილ, ერთწლიან, ორწლიან და მრავალწლიან მცენარეებს ზრდიან.

მესამე ზონა საგანგებოდ სათესლეების, ანუ ჩითილების გამოსაყვანად არის იზოლირებული. აქ რეგულირდება როგორც ტემპერატურა, ისე ტენიანობის დონე.
Grato Greenhouse © 2012 - 2018