ჩვენს შესახებ 2.jpg

ჩვენს შესახებ

რადგან უკვე აქ ხარ, ალბათ გაინტერესებს ვინ ვართ. ჩვენ ენთუზიაზმით სავსე, მეგობრების გუნდი ვართ, რომლებმაც აღმოვაჩინეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს იმ
გარემოში ყოფნა მოსწონდა, რომელშიც მეტი სიმწვანეა - ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი საერთო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სათბური, რომელშიც უამრავი სახეობის
მცენერის მოვლას შევძლებდით. თავდაუზოგავი შრომისა და ერთად გატარებული სასიამოვნოდ დამღლელი წლების შემდეგ, დღეს უკვე მაღალტექნოლოგიურად მოწყობილ სათბურს ვფლობთ, რომლის შენარჩუნებასა და განვითარებაშიც ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგებიც გვეხმარებიან. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი მონდომებით დავიწყებთ
თითოეულ დღეს, მით მეტი ადამიანი გაიზიარებს ჩვენს სიყვარულს სიმწვანისა და ჯანსაღი, მშვიდი გარემოს მიმართ. ასეთი გარემოს შექმნაში კი სათბურში გაზრდილი მრავალფეროვანი მცენარეები და ყვავილები, ხოლო სანერგეში გარე გამწვანების ხეები, ბუჩქები და სხვადასხვა მცენარეები დაეხმარებიან ნებისმიერ ადამიანს, რადგან აქ მისთვის მოსაწონ მცენარეს ყველანაირი გემოვნებისა თუ ინტერესის ადამიანი აღმოაჩენს.
ჩვენი მცენარეები მოუხდება როგორც ოფისის სივრცეს, ასევე შენი სახლის აივანს,ტერასას თუ ეზოს. თუმცა, მხოლოდ ოთახის და გარე გამწვანების მცენარეებს არ გთავაზობთ, ასევე შეგიძლია შეიძინო მათი აქსესუარებიც. სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთება რომ არ გაგიჭირდეს, აუცილებლად დაგეხმარებით საჭიროებისამებრ იპოვო ის, რასაც ეძებთ. შეძენასთან ერთად ადგილზე მიტანის სერვისითაც შეგიძლია ისარგებლო. მცენარის მოვლასთან დაკავშირებით კი ნებისმიერ დროს გაგიწვეთ რეკომენდაციას.


„გრატო სათბურები“ მზადაა თქვენთან მეგობრობისთვის.

ჩვენს შესახებ 1.jpg

კონტაქტი

სათბურის მისამართი: ორხევი, ჩანტლაძის ქუჩა 1

მაღაზიის მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა 37-39

ტელეფონი: 551 617172

Email:  info@gratogreenhouse.ge

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი

10:00 - 17:00

შაბათი - კვირა

11:00 - 17:00