დრაცენა ტროპიკული მცენარეა, მაგრამ სახლის პირობებშიც უპრობლემოდ ხარობს

1. განათება და განთავსება..

დრაცენა სინათლის მიმართ უპრეტენზიოა. კარგადაა ყელანაირ განათებაში, ურჩევნია ნათელი გაბნეული განათება, ასეთ შემთხვევაში შედარებით მალე იზრდება .  ასევე კარგად იტანს სრულიად ხელოვნურ  განათებას. 

2. ტემპერატურული რეჟიმი.

იდეალურია  18 - 25 Cº კარგად იტანს ერთსა და იმავე ტემპერატულ რეჟიმს მთელი წლის განმავლობაში.

3. ტენიანობა და მორწყვა..

უნდა ვუზრუნველყოთ მაღალი ტენიანობა. ფოთლები ყოველდღიურად გავწმინდოთ სველი ღრუბლით ან შევასხუროთ ოთაცის ტემპერატურის წყალი.  მოვრწყოთ უხვად, კვირაში სამჯერ. უნდა გამოვრიცხოთ როგორც ნიადაგის სრული გამოშრობა, ასევე ზედმეტი წყალიც.   

4. სასუქი.

მარტიდან აგვისტოს ჩათვლით კარგია მივცეთ დეკორატიულ- ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი, ან სპეციალური სასუქი დრაცენასათვის. (15 დღეშ ერთხელ).

დრაცენა კომპაქტა