იუკა არის პატარა პალმისებრი ხე-მცენარე . ყვავის მხოლოდ ბუნებრივ პირობებში (პატარა თეთრი, ზარის ფორმის ყვავილებით). ოთახის იუკას ზრდიან დეკორატიულ-ფოთლ;ოვან მცენარედ.
1. განათება და განთავსება.
სჭირდება ძალიან ბევრი სინათლე, ამგრამ გაბნეული. მზის პირდაპირი სხივები ჯობია საერთოდ გამოვრიცხოთ. მოვათავსოთ დასავლეთით ან აღმოსავლეთით. ზამთარში შეგვიძლია გადავიტანოთ სამხრეთით ან გამოვიყენოთ ხელოვნური განათება.
2. ტემპერატურული რეჟიმი.
სახლის პირობებში მთელი წელი შეგვიძლია შევუნარჩუნოთ 20-26 Cº ტემპერატურული რჟიმი. სასარგებლოა ოთახის განიავება..
3. ტენიანობა და მორწყვა.
სასურველია ჰაერის მაღალი ტენიანობის შენარჩუნება, ყოველდღიურად წყლის შესხურებით და ფოთლების ნოტიო ღრუბლით ხშირი გაწმენდის გზით. 2 კვირაში ერთხელ შეიძლება მცენარემ ნელთბილი „შხაპიც“ მიიღოს. მაგრამ ამ დროს სუბსტრატი, რაშიც ჩარგულია მცენარე, კარგდ უნდა დავფაროთ, შიგ რომ წყალი არ მოხვდეს. ვრწყავთ სისტემატიურად და უხვად. 3-ჯერ კვირაში. პოდონიდან ზედმეტ წყალს ვაქცევთ. მორწყვის ინტენსივობას ვზრდით ან ვამცირებთ მცენარის მდგომარეობის მიხედვით.
4. სასუქი. .
ყოველ 20 დღეში, გაზაფხულსა და ზაფზულში ვაწოდებთ მინერალურ კომპლექსურ სასუქს.
top of page
მსგავსი პროდუქტები
bottom of page