მონსტერა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში იზრდება.  სახლის პირობებსაც კარგად ეგუება მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან იშვიათად ყვავილობს. 

1. განათება და განთავსება..

მომთხოვნია ადგილის მიმართ და არ უყვარს ცვლილებები. განვათავსთ დასავლეთით  ან აღმოსავლეთით, სადაც ბევრი მაგრამ გაბნეული სინათლეა. გამოვრიცხოთ პირდპირი მზის სხივები.  

2. ტემპერატურული რეჟიმი.

მთელი წელი შეგვიძლია შევინარჩუნოთ  20 - 25 Cº ტემპერატურული რეჟიმი. თუმცა ზამთარში შეგვიძლია ტემპერატურა ჩამოვწიოთ 17-18  Cº- მდეც. 

3. ტენიანობა და მორწყვა..

ვრწყავთ მიწის  ზეწდაპირის შეშრობის მიხედვით, დაახლოებით 2-3 ჯერ კვირაში. ასევე აუცილებელია თითქმის ყოველდღე ფოთლებზე წყლის მისხურება. 

4. სასუქი .   

აპრილიდან აგვისტოს ჩათვლი, 2 კვირაში ერთხელ, ერთმანეთის მონაცვლეობით  მივაწოდოთ მინერალური და ორგანული სასუქი.

მონსტერა მანქი მასკი