სინინგია ანუ გლოკსინია ლამაზი ყვავილოვანი მცენარეა. 

1. განათება და განთავსება..

ყვავილისთვის უნდა ავირჩიოთ მუდმივი, გაბნეული სინათლით კარგად განათებული ადგილი, მაგრამ დაუშვებელია მზის პირდაპირი სხივები. ზამთარში დასჭირდება დამატებითი ხელოვნური განათება. დავდგათ დასავლეთით ან აღმოსავლეთით, ფანჯარასთან ახლოს. მოვარიდოთ ორპირს.

2. ტემპერატურული რეჟიმი.

აქტიური ზრდის პერიოდში მცენარისათვის კომფორტულია 18 – 25 Cº.  გამოზამთრების პერიოდში 15-16 Cº .  გლოკსინიას მდგომარეობის შეფასება ადვილია მისი ფოთლებით. მაღლა აწეული ფოთლები ნიშნავს, რომ მცენარეს სცხელა. დაბლა ჩამოყრილი ფოთლები - სცივა. 

3. ტენიანობა და მორწყვა..

უყვარს მაღალი ტენიანობა, მაგრამ დატენიანებისას ქწყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლებზე. გამოვიყტენოთ ოთახის დამატენიანებელი ხელსაწყო, ან  მცენარეს გვერდზე დავუდგათ წყლით სავსე ჭურჭელი. ვრწყავთ გრუნტის ზედა ფენის გაშრობის მიხედვით, ზომიერად. ოქტომბრიდან, გამოზამტრების პერიოდში, ეტაპოვბრივად ვზრდით მორწყვებს შორის ხანგრძლივობებს.

4. სასუქი

გა\ზაფხულსა და ზაფხულში (მარტიდნ აგვისტოს ჩათვლით)  თვეშ ერთხელ  ვაწვდით დეკორატიულ-ყვავილოვან მცენარეთათვის განკუთვნილ სასუქს. 

სინინგია სონატა