შეფლერას საკმაოდ მაღალი ღერო და ჭრელფოთლა მრგვალი გვირგვინი აქვს. შევფლერა შეიცავს კანის გამაღიიზიანებელ ნივთიერებებს და ეს გავითვალისწინოთ მასზე ზრუნვისას.

1. განათება და განთავსება.

მცენარე, განსაკუთრებით მისი ჭრელფოთლა ნაირსახეობა, მომთხოვნია სინათლისადმი. მისთვის ავარჩიოთ სამხრეთით (შეიძლება დასავლეთითაც) კარგად განათებული ადგილი, მაგრამ გამოვრიცხოთ მზის პირდაპირი სხივები. 

2. ტემპერატურული რეჟიმი.

იდეალურია ტემპერატურული რეჟიმის სეზონების მიხედვით შერჩევა:  შემოდგომა ზამთარში  15-18  Cº.  დანარჩენ სეზონებზე 20-24 Cº. მაგრამ სახლის პირობებში შესაძლებელია მცინარე ერთი და იგივე ტემპერატურასაც მივაჩვიოთ. ამ შემთხვევაში ოთახი ხშირად გავანიავოთ. 

3. ტენიანობა და მორწყვა.

გაზაფხულსა და ზაფხულზე მცენარე ირწყვება 2-3 ჯერ კვირაში. შემოდგომასა და ზამთარში 1 კვირაში. თუ  მცენარე ყველა სეზონზე ერთ ტემპერატურაზ\ეა, მაშივ მორწყვის რეჟიმიც არ იცვლება.  მცენარეს ვატენიანებთ თბილი წყლის ფხშირი შესხურებით ფოთლებზე. ასევე სასარვ=გებლოა ფოთლების ნოტიო ღრუბლით გაწმენდაც. მაგრამ ამას ვასრულებთ სამუშაო ხელთათმანებით. თუ მცენარე „ცივი გამოზამთრების“ რეჟიმზე გვყავს, მაშნ შესხურების პროცედურას გამოვრიცხავთ. 

4. სასუქი. 

შეფლერასათვის იყენებენ დეკორატიულ - ფოთლოვნი მცენარეებისათვის განკუთვნილ სასუქს. მარტი-აგვსტოს შუალედში თვეში ერთხელ. 

შეფლერა გოლდი