top of page

ეპიპრემნუმი ტროპიკული მცენარეა ინდოეთის და ავსტრალიის ტროპიკული ტყეებიდან, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ჰავაის კუნძულებიდან.    მცენარე მარადმწვანეა, კარგად განვითარებული ბოჩკოვანი ფესვთა სისტემით.  

1. განათება და განთავსება.

ბევრ სინათლეს არ მოითხოვს, კარგად იზრდება  ჩრდილშიც.  მის ჭრელფოთლა  სახეოობას მეტი მაგრამ გაბნეული  სინათლე სჭირდება. მზის პირდაპირ სხივებს ნებისმიერ ვარიანტში გამოვრიცხავთ. განვათავსოთ აღმოსავლეთით ან დასავლეთით.  

2. ტემპერატურული რეჟიმი.

ზომიერი მიკროკლიმატი 18-23 Cº. გამოვრიცხოთ ორპირი. გარეთ არ ვდგავთ ზაფხულის პერიოდშიც კი. 

3. ტენიანობა და მორწყვა.

ვრწყავთ უხვად, მაგრამ იშვიათად.  მორწყვებს შორის ნიადაგმა გაშრობა უნდა მოასწროს. მაგრამ განგრძობადი უწყლობა უფრო დააზიანებს მცენარეს ვიდრე ზედმეტი წყალი.  ფოთლებს ხშირად უნდა ვასყურთ წყალი და გავუწმინდოთ ფოთლები ნოტიო ღრუბლით. ასევე კარგია 2 კვირაში ერთხელ თბილი „შხაპი“ 

3. სასუქი. 

სასუქს ვაწვდით მთელი წელი. გაზაფხულსა და ზაფხულში ყოველ 2 კვირაშიე რთხელ. ვიყენებთ თხევად მინერალურ სასუქს. შემოდგომასა და ზამთარში ამ პროცედურას ვატარებთ თვეში ერთხელ. 

 

ეპიპრემნუმი

    მსგავსი პროდუქტები

    bottom of page